06 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
მერია საახალწლო კონცერტისთვის მონაწილების შერჩევაზე პასუხისმგებლობას კომპოზიტორებს აკისრებს

მზადება საახალწლო კონცერტისთვის - რატომ აღარ იქნებ რუსთაველი და თავისუფლების მოედანი საახალწლო ღამის მთავარი ადგილი და რატომ შეირჩა ვარდების რევოლუციის მოედანი, ვინ იმღერებენ საახალწლო კონცერტზე და არსებობს თუ არა მომღერლების ე.წ. შავი სია.

ქართველი შემსრულებლების და მუსიკოსების ნაწილი დღეს ღიად საუბრობს  ე.წ. შავ სიაზე. ესენი არიან ის შემსრულებლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ საახალწლო ღონისძიებაში, გალა კონცერტში, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება. მათი თქმით,  არ აქვთ ინფორმაცია, ვის მიერ მოხდა კონცერტისთვის შემსრულებლების შერჩევა.

ისინი აღნიშნულ ფაქტს, გარკვეულწილად, პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და მათ წარსულ საქმიანობას, როდესაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო კულტურულ ღონისძიებებში.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რო ე.წ. შავ სიაში ვარ,“ - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს განმარტება გაკეთდა კულტურის საქალაქო სამსახურში, სადაც იხსნიან პასუხისმგებლობას მთავარ გალა-კონცერტში მონაწილეების შერჩევასთან დაკავშირებით.

სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წლევანდელი კონცერტი განსხვავებული ფორმატით ტარდება.

„კომპოზიტორები, რომლებიც შექმნია საახალწლო რეპერტუარს, აარჩევენ არა მხოლოდ მომღერლებს, არამედ არანჟირების ავტორებს და ტექსტის ავტორებს,“ - განაცხადა ია მაქაცარიამ.

დღის ამბები