თბილისი ახალი წლისთვის ემზადება, დედაქალაქში საახალწლო განათებები უკვე დამონტაჟებულია. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავარი საახალწლოს ღონისძიებები სხვა ლოკაციებზე გაიმართება, საუბარია დედაენის ბაღსა და ვარდების მოედანზე. მანამდე კი საახალწლო ღონისძიებები რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე იმართებოდა.
მერიას მიღებული გადაწყვეტილება დღეს დაუწუნეს და გააკრიტიკეს კიდეც.
თბილისის მერიასთან პრეტენზიები აქვთ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც. მომღერლების ნაწილი ამბობს, რომ საახალწლო კონცერტისთვის ე.წ. შავი სია შედგა და მათ ნაწილს მასში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.
სულ ახალი წლის ღამის კონცერტში 25 ქართველი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. გალა-კონცერტი კი ვარდების მოედანზე გაიმართება.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე