06 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ვერ დავადასტურებ, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა უარი თქვეს ეგზგუმაციაზე - მაია მწარიაშვილი

ზურაბ ჟვანიას საქმის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა მისი პროკურორობის პერიოდში დაწყებული გამოძიების შესახებ.

მწარიაშვილი ამბობს, რომ როცა მან გამომძიებლებთან ერთად საქმის მოკვლევა დაიწყო, მთავარი ინტერესის საგანი ბიოლოგიური მასალების შესწავლა იყო, რომელიც მანამდე დაუმუშავებელი იყო. ამისათვის მწარიაშვილი ამბობს, რომ მოსაძებნი გახდა მტკიცებულებების ბაზაც. 

მწარიაშვილი ამბობს, რომ მაშინ გამოძიებისთვის დღის წესრიგში არ იდგა ეგზგუმაცია, თუმცა ამაზე უარი საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციებს უარი არ უთქვამთ. მწარიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

აქვე მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა ამ საქმეს არ უკავშირდება და მან თავად დატოვა თანამდებობა.  

დღის ამბები