არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოწოდებით აქციის გამართვას გეგმავს თეთრი ხმაურის მოძრაობა. დღეს ისინი პრესკონფერენციას გამართავენ.
მოძრაობის წევრების თქმით, აუცილებელია მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე ჰუმანური ნარკოპოლიტიკით შეიცვალოს.
ასევე, მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია, განისაზღვროს პირადი მოხმარების დოზების ოდენობები, შეწყდეს მომხმარებლების დევნა, შანტაჟი და დაშინება.