კონკურენციის სააგენტოსა და 40-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები უცხოელ ქსპერტებთან ერთად დილიდან საქართველოში ბიზნესის კონკურენციის მხარდაჭერასა და ადვოკატირებაზე მსჯელობენ.
სემინარი ბრიტანეთის საელჩოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე მხარეები კონკურენციის სააგენტოს კანონმდებლობის შეცვლის კუთხითაც მსჯელობენ.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა ტაქსების კომპანია იანდექსის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვთხოვეთ დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასწარი სამუშაოები, დავუკავშირდით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს და ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც გააჩნია კონკურენციის სააგენტოს,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.