ნიუ-იორკში ახლი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის - მონსტრის ხმის პრემიერა გაიმართა. მონსტრის ხმა - პატარა ბიჭის ისტორიაზეა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ დედას უვლის და სკოლაში ბულინგის მსხვერპლია. მოულოდნელად კი მის ცხოვრებაში უჩვეულო მეგობარი - მოლაპარაკე ხე ჩნდება და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. მთავარი გმირის როლს 14 წლის ლუის მაკდუგალი ასრულებს.
ფანტასტიკური ჟანრის ფილმი რეჟისორმა ხუან ანტონიო ბაიონამ პეტრიკ ნესის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით შექმნა.
შეერთებულ შტატების კინოეკრანებზე მონსტრის ხმა 23 დეკემბრიდან გამოვა, ხოლო მსოფლიო პრემიერა 6 იანვარს შედგება