06 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სოციალურად დაუცველები კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის აღდგენას ითხოვენ

სოციალურად დაუცველები კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის აღდგენას ითხოვენ. ამ პროგრამით ისინი ყოველთვიურად ხელზე 106-ს ლარს იღებდნენ. დღეს 50-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან შეიკრიბა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში მასშტაბურ გამოსვლებს აანონსებენ. ბენეფიციარების მოთხოვნები დღეს წერილობით მერიის კანცელარიას ჩაბარდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტში უპასუხეს. სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით ამ საკითხის გადახედვა აღარ იგეგმება.

დღის ამბები