06 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მსჯელობა 29 დეკემბრისთვის გადაიდო

სასამართლოში რუსთაველის გამზირზე თეთრი ხმაურის აქციის დროს დაკავებულების საქმეზე მსჯელობა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი დაკავებულების ადვოკატის მოთხოვნა გახდა. მათი თქმით, სამართლდამცველებმა შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. 

შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაძე სამართალდამცავებმა გუშინ აიყვანეს. პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის პროსპექტი გადაკეტეს.

სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, რაც რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის შერბილებას და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ.

აქციამ მოგვიანებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ისინი მისმა ადვოკატებმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

დღის ამბები