06 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
„რუსთაველის მეტროსთან“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს

დღეს რუსთაველის მეტროს წინ გოგა ჩანადირის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. გამოფენის თემა ოჯახში ძალადობა იყო.

ღონისძიება საინიციატივო ჯგუფის ქალები საქართველოსთვის ორგანიზებით გაიმართა.

„არ უნდა დავდუმდეთ, ხმა უნდა ამოვიღოთ იმ შემთხვევაში, თუკი ვხედავთ რომ ძალადობა ხდება ჩვენს გარშემო,“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფი ქალები საქართველოსთვის წარმომადგენელი თეონა ჭალიძე.

გამოფენის მთავარი მიზანი მოსახლეობის ინფორმირება იყო. ორგანიზატორებმა გამვლელებს კალენდრებიც დაურიგეს.

დღის ამბები