06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას"- მარგველაშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცადებს

საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს. სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გაავრცელა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო. საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები