ზემო აჭარაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს. ხულოში მოსულმა უხვმა ნალექმა ზვავი გამოიწვია, რის გამოც გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელი გზა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.
გადაუღებელმა თოვამ ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მოსახლეობის ნახევარს ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექის ინტენსივობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში საღამოდან შესუსტდება. 13 დეკემბრიდან კი მთელ საქართველოში მოთოვს.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.