06 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც შემოწმებული 10 სათამაშოდან 9 ჯანმრთელობისთვის საშიშია

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის კვლევით, თბილისის მაღაზიებში ნაყიდი 10 შემოწმებული სათამაშოდან 9 ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების შემადგელობისაა.

საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის არარსებობის გამო სათამაშოები საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის ეუროფინსის გერმანიის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰიგიენისტი და ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ფრანგი კოლეგების კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პლასტმასის დამარბილებელი და ელასტიურობის შემძენი ქიმიური ნივთიერება საერთაშორისო კვლევებით ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას სხვადასხვა კუთხით ახდენს.

ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო რეგულაცია არ არსებობს. ევროპული სტანდარტის აღმნიშვნელი ხარისხის ნიშანი ნებისმიერ ფალსიფიცირებულ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს. 

მთავრობა სათამაშოების ზედამხედველობის რეგულაციაზე მუშაობას ახლა იწყებს. 

არსებობს ევროკომისიის ვებგვერდი Rapid Alert System, სწრაფი შეტყობინების სისტემა, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს ნახოს ევროსტანდარტებიდან ამოღებული სათამაშოების ჩამონათვალი.

ავტორი: თაკო მესხი. 
 

დღის ამბები