06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი სოფლები - "P.S." გუდამაყრის სოფელ ლუთხუბიდან

ბანცური, დავითურნი, ჩადის ციხე, ათანოხი, კადოეთი, უფურეთი, ბურსაჭირი დუშეთის რაიონის ამ სოფლებში დღეს აღარავინ ცხოვრობს. წინა აღწერიდან 4 წელი გავიდა და ახალმა აჩვენა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 223 სოფელი სრულად დაიცალა. მათი უმეტესობა მთის რეგიონებზე მოდის.

პოსტსკრიპტუმი გუდამაყრის სოფელ ლუთხუბით დაინტერესდა, P.S.-მა ამ სოფელთან დაკავშირებით 8 წლის წინაც მოამზადა რეპორტაჟი. 

თბილისიდან გუდამაყარში ავტობუსი მხოლოდ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, თანაც მხოლოდ შუადღის ოთხის ნახევარზე გადის. ლუთხუბამდე მიმავალ თოვლიან გზაზე ფირნიშები არ დგას. გუდამაყრის თემში ყველაზე დიდ სოფელი მაცხოვრებლებისგან, თითქმის, დაცლილია. 

სოფელში სკოლა დანგრეულია. ის რვა წლის წინაც დანგრეული იყო, ისევე როგორც მის გვერდზე მდგარი ეკლესია. სამი წლის წინ ეკლესია აღადგინეს.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები