რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდამ სვანეთის ფონზე შიშველმა ფოტო გადაიღო და გამოაქვეყნა.
ამის შემდეგ, სულ ცოტა ხანში ვიდეოც გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ნარსავიძე განმარტავდა, რომ ეს ამორალური საქციელი ფოტოს ავტორთან განიხილა და მის გვერდზე მჯდომი რუდოლფ ა. ბოდიშს იხდიდა.
ამ ვიდეოს გავრცელებამ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ირაკლი ნარსავიძის საქციელი ქართული კულტურის დაცვაა.
შსს-მ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო და შედეგად გამოაქვეყნა, რომ რუდოლფს ვიდეოს ავტორებთან პრეტენზია არ ჰქონდა.
სვანეთში ახალგაზრდას შიშველ ფოტოს შეურაცხმყოფელად თვლიან, ზოგიერთებისთვის კი რუდოლფის საქციელი საგანგაშო არ იყო.
თუმცა იმის მტკიცება, რომ ფოტოსა და ვიდეოზე ერთი და იგივე პიროვნებაა, რთულია, რადგან იმ სასტუმროს გვერდით მაღაზიაში, სადაც ეს სურათია გადაღებული, ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდა უცხოელი, სავარაუდოდ გერმანელი ტურისტი იყო.
ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი