06 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი მშენებლობების ნებართვა გაიცა

სპორტის სასახლესთან ბოჭორიშვილის ქუჩა თბილისში ნამდვილ ბეტონის ჯუნგლებად არის ქცეული. გვერდი-გვერდ მდგომი კორპუსებიდან მაცხოვრებლების ერთმანეთს ხელს თავისუფლად ართმევენ.

პარალელურად კი მშენებლობები გრძელდება და მოსახლეობაში პროტესტის გრძნობა მატულობს.

ბოჭორიშვილის ქუჩაზე მორიგ ნაკვეთზე ნებართვის გაცემის პროცედურა 2011 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015-ში გაიცა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილების უფროსის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემა არის ის ბოლო ეტაპი, სადაც უკვე მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები დაზუსტებულია.

„სამსახურში მოსული დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენამდე მოვიდა არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ იქ მშენებლობის ნებართვა არ გაგვეცა,“ - აცხადებს გიორგი წანაწყენიშვილი.

ირკვევა, რომ წელს მერიაში კიდევ ერთი გეგმა მოიწონეს, რომელიც სპორტის სასახლის ისედაც გაუვალ ადგილას კიდევ რამდენიმე კორპუსის ჩადგმას ითვალისწინებდა.

მერიაში ადასტურებენ ამ გეგმის მოწონებას და ხსნიან, რომ ეს მოწესრიგებისთვის გადაწყვიტეს და ამით სწორი მიმართულება მისცეს. ალეკო ელისაშვილი კი შიშობს, რომ ახლა ცალკეულ შენობებზე გასცემენ ნებართვას, რასაც საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდება და ამ ტერიტორიაზე მაინც ააშენებენ მრავალსართულიან შენობებს.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

დღის ამბები