საქართველოში ზუსტად 2 წლის წინ ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარმატებული ისტორია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიწყო.
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ევექსის სამედიცინო კორპორაციის ექიმების გუნდმა 2 წლის მანძილზე ტრანსპლანტაციის 9 ოპერაცია ჩატარდა, ღვიძლის გადანერგვა 9-ვე შემთვხვევაში წარმატებით დასრულდა.
გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ექიების გუნდს ახლა უკვე 24 საათის ნაცვლად ტრანსპლანტაციისთვის 12 საათი სჭირდებათ.
რეფერალური ჰოსპიტალის ერთ-ერთმა პაციენტმა ლევან გვათუამ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ისტორიაში პრეცედენტი შექმნა. ქართული კანონმდემლობის თანახმად დონორი მხოლოდ ახლო ნათესავი უნდა იყოს, ანალიზებმა კი დაადასტურეს, რომ ლევანის ძმის და მშობლების ღვიძლი გადასანერგად არ გამოდგებოდა. საკუთარი ღვიძლის გაზიარება ლევანს მეგობარმა შესთავაზა.
გვათუებმა სიცოცხლისთვის ბრძოლა კანონის შესაცვლელად დაიწყეს, ბოლო ინსტანცია საკონსტიტუციო სასამართლო იყო, რომელმაც სენსაციური გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ ემოციურ კავშირში მყოფ უცხო პირს უფლება აქვს რეციპიენტს ღვიძლი გადაუნერგოს.
ავტორი: თეა ადეიშვილი.