მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე. ხულოს მუნიციპალიტეტიდან გოდერძის სათხილამურო ტრასის მიმართულებით ზვავიც ჩამოწვა.
ამ დროისათვის გზა გაწმენდილია, თუმცა, მოძრაობა შეფერხებულია და გადაადგილება მხოლოდ ორ ხიდიანი ავტომანქანებით არის შესაძლებელი.
დიდთოვლობასთან ერთად, ზემო აჭარის მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემაც აქვს. ამ დროისთვის ხულოსა და შუახევში მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს აქვს დენი. ელექტროენერგია სრულად მიეწოდებათ ქედაში.