06 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილების 15 ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს

ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში მცხოვრები დევნილების 15 ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მათი თქმით, წვიმის დროს დაზიანებული ჭერიდან წყალი ოთახებში ჩადის, რის გამოც იძულებული ხდებიან შენობა პერიოდულად დატოვონ და თავი მეზობლებს შეაფარონ.

დევნილები ყოფილი სტამბის შენობაში უკვე 7 წელია ცხოვრობენ. მათი თქმით, უკვე წლებია ეს პრობლემა აწუხებთ და ხელისუფლებისადმი არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ვითარება უცვლელია.

დღის ამბები