მარნეულში ახალი ელექტრო ქვესადგური გაიხსნა. 20 მილიონი დოლარის ღირებულების ქვესადგური ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისისა და ქვემო ქართლის ელექტრო ენერგიით მიწოდებას გააუმჯობესებს.
მარნეული 500-ის ქვესადგური ელქტროგადაცემების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში აშენდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით განხორციელდა.
ახალი ქვესადგურის გახსნას პრემიერი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები ესწრებოდნენ.
„ვფიქრობთ, რომ ეს ქვესადგური იქნება უმნიშვნელოვანესი შენამატი ქვეყნის ენერგო სისტემისთვის. 50 მილიონიანი რეგიონალური ელექტრო გადაცემის გაუმჯობესების პროექტის ნაწილი გახლავთ ეს პროექტი და გახლავთ საქართველოს მთავრობის 10 წლიანი ელექტრო გადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ნაწილი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.