წყალდიდობაა იმერეთში - ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა კერძო სახლების პირველ სართულებზე შეაღწია.
მოსახლეობის ინფორმაციით მსგავსი სიტუაცია ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ მეორდება. ადგილობრივები დამცავი ჯებირის აშენებას მოითხოვენ.
წვიმის შედეგად დატბორილია სამტრედიის რაიონის სოფელი ბაშიც. ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და სახლები დატბორა.
მოსახლეობა აქაც დამცავი ჯებირის აშენებას ითხოვს. სამტრედიის გამგებელი აცხადებს, რომ დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ, რადგან ადგილობრივი ძალებით მხოლოდ არხების გასუფთავება შეძლეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.