პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავა. 1991 წელს დაბადებულ პიროვნებას თურქეთში შეძენილი ბუპრე-ნორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 232 აბი და მეტადონის შემცველი 68 აბი აღმოაჩნდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.