უხვი ნალექის გამო მდინარე რიონის დონემ მოიმატა და ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში 30-მდე სახლის ეზო დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პრობლემა მათ წლებია აწუხებთ, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.
ფოთისა და ხობის ადგილობრივ ხელისუფლებაში დილიდან სპეციალური კომისია არის შექმნილი, რომელიც მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს.
რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ წყლის დონემ მდინარე რიონზე უკვე დაიკლო. ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.