აქცია მთავრობის კანცელარიასთან - დაზარალებული მოქალაქეები საფინანსო კომპანია საქართველოსგან თანხების დაბრუნებას მოითხოვენ და რეაგირებისთვის პრემიერმინისტრს მიმართავენ. შეკრებილები ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც დახმარებისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლების გაკონტროლების პირობა დადო.
საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეების განცხადებით, ისინი თითქმის 2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ თანხების დაბრუნებას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.
საფინანსო კომპანია საქართველოში ბოლო აქციის მონაწილეების განცხადებით, 2700-მდე ადამიანმა შეიტანა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, რომელიც საერთო ჯამში 50 მილიონ ლარს აღემატება.