06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორ ახალგაზრდა მოჰყვა

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ ზვავში ორ ახალგაზრდა მოჰყვა. ისინი ზვავიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს და მაშველების დახმარებით, ხულოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეწყერის გამო, საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპირაულიდან ევაკუირებულია.

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვლმა პრობლემები შექმნა მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებშიც. კვლავ შეწყვეტილია სასწვლო პროცესი. ამ დრომდე ელექტრობენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფელი.

დღის ამბები