თითქმის 10 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ძველი თბილისის ნაწილს. ასევე, გათიშული იყო გარე განათება, მათ შორის ცენტრალურ უბნებშიც - კოტე აფხაზის ქუჩასა და თავისუფლების მოედანზეც.
მოსახლეობა ამბობს, რომ ელექტროენეგია ხშირად ითიშება, თუმცა ზუსტ მიზეზს მათ არც ხელისუფლება და არც კომპანია თელასი ეუბნება. ადგილობრივების თქმით, კომპანიისგან მათ რამდენიმე შეტყობინება მიუვიდათ ელექტრომომარაგების სავარაუდო აღდგენის დროსთან დაკავშირებით, თუმცა, არცერთ შემთხევაში დაგეგმილ დროს მიწოდება არ აღდგა.
მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხეს თელასში.