06 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
„პროცესის დროში გაჭიანურება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქმის ეფექტურად გადაწყვეტის პროცესს"- არასამთავრობოები "პანორამა თბილისზე"

არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტ პანორამა თბილისის წინააღმდეგ სარჩელის განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორე თვეა სარჩელის განხილვა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, განუსაზღვრელი ვადით გადადებულია.

არასამთავრობოები მოითხოვენ იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მსგავსი მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

„პროცესის დროში გაჭიანურება ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქმის ეფექტურად გადაწყვეტის პროცესს, ვიანიდან მშენებლობა მიმდინარეობს, შესაძლებელია ნებისმიერ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ აღმოჩნდეს გამოსავალი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა საჯარო სივრცისთვის წარმომადგენელმა, ანანო ცინცაბაძემ.

 

ავტორი: ეკა გაგუა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები