სირიაში 20 წლის პანკისელი ახალგაზრდა, რამზან ბაღაკაშვილი, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობაში მცხოვრები ადგილობრივებიც ადასტურებენ.
ბაღაკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრია. ახალგაზრდა სირიაში გასულ წელს მისსავე თანასოფლელთან, მუსლიმ კუშტანაშვილთან, ერთად თურქეთის გავლით წავიდა. ორივე ახალგაზრდა სოფელ ომალოს სკოლის მოსწავლე იყო.
სკოლის მოსწავლეების გადაბირებისა და სირიაში გაგზავნაში სასამართლომ ხეობის იმამი, აიუფ ბორჩაშვილი, დაადანაშაულა და მას 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.