06 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
გრიპის დაავადების გავრცელების გამო საავადმყოფოები და ამბულატორიები მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადიან

ხველა, მაღალი ტემპერატურა, სახსრებისა და თავის ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომლითაც იაშვილის კლინიკას დღეში 150-მდე პაციენტი მიმართავს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დაავადებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

სკოლაში ბავშვების სიმცირეზე საუბრობს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი.

სკოლებში გაცდენების მაჩვენებელმა საშუალოდ 20%-ს მიაღწია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში ყველა პირობები დაცულია.

ვაქცინაციის აუცილებლობაზეც საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ვირუსულ დაავადებათა შორის გრიპი ლაბორატორიულად მხოლოდ 40-ჯერ დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, ახალი სადისპეჩერო ამოქმედდება, სადაც ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებს ოჯახის ექიმი მოემსახურება. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს დამატებითი საოჯახო ცენტრებიც.

ხვალიდან განახლებული პროტოკოლი ამოქმედება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. საჭიროების შემთხვევაში კი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სასწავლო დაწესებულბებში გაკვეთილების პროცესი 3 დღით შეწყდეს.

 

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები