მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები, პირველ რიგში, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის გაუქმებას ითხოვენ.
მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, ქეთა გაბუნია, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მოხდეს ნარკომოხმარების კლასიფიკაცია და ერთმანეთს გაემიჯნოს პირადი მოხმარებისა და რეალიზაციის დოზები. მისი აზრით, აბსურდულ რაოდენობაზე ადამიანი 8-10 წლით ციხეში არ უნდა მიდიოდეს.
„ეს პრაქტიკა უნდა შევცვალოთ ზიანის შემცირების პრაქტიკით და შევთავაზოთ სერვისები, რომლითაც ისინი თავიანთი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ. ეს ადამიანები, რომლებიც არიან ჯანმრთელები, არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათ შეუძლიათ, რომ ეს ქვეყანა ააშენონ, არ მოვაქციოთ იზოლაციაში,“ - განაცხადა ქეთა გაბუნიამ არჩევანში.