06 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
თუ მოხმარება არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ რისკებთან, არ უნდა ისჯებოდეს კრიმინალური წესით - ლაშა კილაძე

"სისტემა უნდა იყოს დინამიური, განვითარებადი და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში დგას. დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს," - ეს განცხადება ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა. 

მან ევროპულ კვლევებზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მარიხუანას გამოყენება იწვევს მიჩვევას და მომხმარებლებს ფსიქიკურ პრობლემას იწვევს. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით  ფრთხილი პოლიტიკაა გასატარებელი.  

"იმ ფონზე, თუ მოხმარება არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ რისკებთან, რა თქმა უნდა, არ უნდა ისჯებოდეს კრიმინალური წესით. არსებული რისკების პრევენცირება შესაძლებელია,“ -განაცხადა  ლაშა კილაძემ.

დღის ამბები