ოთარ კახიძემ გადაცემა არჩევანის სტუდიაში საქართველოში მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ დაგვიანებული ლიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა საკუთარი პოზიცია მსუბუქი და ძლიერი ნარკოტიკების გამიჯვნაზე ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა. ოთარ კახიძის აზრით, "მარიხუანა და ჰეროინი ერთ ქვაბში არ უნდა იხარშებოდეს", რადგან ძლიერი ნარკოტიკული საშუალებები მეტ დამოკიდებულებას იწვევს და მომხმარებლებს ნარკოტიკების გამსაღებლების მძევლად აქცევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, გაჩნდეს ორგანიზებული დანაშაული წახალისების საშიშროება.
ოთარ კახიძის თქმით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ნაციონალურ მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილიც გახლდათ. დეპუტატი ხელისუფლებას ლიბერალიზაციისკენ აუცილებელი ნაბიჯების გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები არ გადადგა, ისედაც დაგვიანებული ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში განაგრძო, როგორც მკაცრი პოლიტიკა და შანტაჟის იარაღად აქცია,“ - განაცხადა კახიძემ.