06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ გახსნილია, კარის მტვრევა საჭირო არ არის - დიმიტრი ცქიტიშვილი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე

"დღეს ნარკოპოლიტიკა ნამდვილად მკაცრია. ამაზე მეტყველებს პრემიერმინისტრის განცხადება, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის არ უნდა ისჯებოდნენ. თუმცა, ბევრი რისკი შეიძლება არსებობდეს," - ეს განცხადება გადაცემა არჩევანში ქართული ოცნების წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გააკეთა.  

მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით ხელისუფლება მზად არის, განიხილოს ეს საკითხი. ამ საკითხს განვიხილავთ, რათა რეალურ კონსესუსამდე მივიდეთ, დადგეს რეალური შედეგი, არა უბრალოდ გარკვეული ცვლილებების მიღება, არამედ ნარკოდამოკიდებული ადამიანების იმ სიტუაციიდან გამოყვანა, რომლებიც ნეგატიურ გარემოში იმყოფებიან,“ -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი აზრით, საკმაოდ კომპლექსურია დეკრიმინალიზაციის რისკები. ქართული ოცნების წარმომადგენლის განცხადებით, ამ რისკებმა შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს.

დიმიტრი ცქიტიშვილმა სხვადასხვა ორგანიზაციის გამოსვლებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეპატაჟის დრო ახლა არ არის და "ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ გახსნილია. კარის მტვრევა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ამაზე ცალსახა შეხედულება არ არსებობს“. 

დღის ამბები