06 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება - IDFI შსს-დან ინფორმაციის მიღების სირთულეზე საუბრობს

კრიმინოგენული ვითარება ქვეყანაში გაუარესებულია და დანაშაული წელს, ბოლო წლებთან შედარებით გაზრდილია.

კვლევის შედეგებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გახშირებულია მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

არასმთავრობო ორგანიზაცია შსს-დან ინფორმაციის მოპოვების სირთულეებზეც ამახვილებს ყურადღებას.

მათი განცხადებით, 2016 წლის იანვრის შემდეგ უწყებამ საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება შეწყვიტა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

დღის ამბები