სამოქალაქო სექტორი დღეს საზოგადოებას საქართველოში ქალთა მიმართ არსებულ ძალადობაზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გაცნობს.
მათი შეფასებით, აუცილებელია ქვეყანაში ამ მხრივ უფრო გამართული სისტემა არსებობდეს და დაცული იყო მათი უფლებები.
სამოქალაქო სექტორი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. კვლევაში სახელმწიფო ვალდებულებაზეც არის საუბარი.
„სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს შეეძლო ამის თავიდან აცილება, ვერ მოახერხა და შესაბამისად სახელმწიფო პასუხისმგებელია ქალთა მკვლელობების გარკვეულ რაოდენობაზე, რომელიც საქართველოში ხდება,“-აცხადებს ბაია პატარაია.
არსებული მონაცემებით 2016 წელს ქალთა მიმართ ძალადობას 14 ქალი ემსხვერპლა.