06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
პარალიზებული მეტრო და ევაკუირებული მგზავრები თბილისში

მეტროსადგურ სამგორში დღეს მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა, რამაც რამდენიმე საათით მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, შესაბამისად სამგორი, ისანი და ვარკეთილი მგზავრებისთვის დაკეტილი იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობა 09:55 საათზე შეფერხდა და 11:18 საათიდან განახლდა. ინფორმაცია რუსთავი 2-ს თბილისის მეტროპოლიტენში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის მოძრაობა დედაქალაქის ყველა მეტროსადგურზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები