06 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
გელათში წყალი ჩამოდის - უნიკალური ფრესკები ზიანდება

გელათის ტაძარის უნიკალური ფრესკები წვიმის შედეგად ზიანდება. წყალი ამ წუთებშიც ძირითად დარბაზში ზაქარია ქვარიანის ფრესკასთან ჩამოდის.

პირველად წვიმამ ტაძარში სამი დღის წინ ჩრდილოეთ მინაშენის ეკვდერში შეაღწია, რის შესახებაც რესტავრატორებს შეატყობინეს.

სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ძველი სახურავის დაზიანება იყო, რაც ამ დროისთვის ამოწურულია.

პრობლემის გადაჭრას ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები