06 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს - ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი

რამდენიმე საათში ევროპარლამეტნის პლენარულ სხდომაზე დროებითი შეჩერების მექნიზმზე დებატები დაიწყება. კენჭისყრა ხვალისვის არის დაგეგმილი. სწორედ მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად მოხდება საქართველოსვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი კონკრეტულ თარიღებს ასახელებს.

ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ პოლიტიკური გდაწყვეტილება მიღებულია და ამ პროცესს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.

"ტექნიკური დეტალებია დარჩენილი, როგორც ჩანს, საბოლოოო ტექსტს სქართველოსთან დაკავშირებით 7 აპრილს მოეწერება ხელი, 15 აპრილს გადაწვყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და აპრილის ბოლოდან საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებს,“ - ევროპარლამენტარი ანდრეის მამიკინსი.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები