06 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი რელიგიური ორგანიზაციების განცხადებებს ეხმაურება

საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურნენ, კერძოდ, მათი განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული ჯგუფები რელიგიურ სააგენტოსთან მათ თანამშრომლობას პოლიტიკურად იყენებენ და უსაფუძვლო განცხადებებს ავრცელებენ.

თემას გამოეხმაურა ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ისევ რელიგიის სააგენტოს მხრიდან ზეწოლას უკავშირებს და მათ მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

„სხვანაირად ჩარევა შიდა სამზარეულოში რაში უნდა გამოიხატოს. მუფტს ვერ ავირჩევ, ჩემს წინამძღვარს ვერ ავირჩევ. მე მესმის მათი და თითქოს რელიგიურმა ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს სამმართველოს, მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია სააგენტოს მიმართ და სახელმწიფოს მიმართაც, თუ ამას სახელმწიფო უდგას თავში,“ - აცხადებს ნაკაიძე.

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები