06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
გელათის ტაძარში წყლის ჩამოსვლის ფაქტს კულტურის მინისტრი ეხმაურება

გელათის ტაძარში წყლის ჩამოსვლის ფაქტზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ტაძარს ახლა დროებით გადახურვას უკეთებენ.

"წყალი ჩამოვიდა იმ ნაწილში, სადაც ჯერ კიდევ ძველი გადახურვა არის შემორჩენილი, თუმცა ოპერატიული რეაგირება იყო მომუშავე პერსონალის მხრიდან. წყალი შეჩერებული არის, დროებითი გადახურვა კეთდება ახლა. გარკვეული სიძნელეები არსებობს ამინდიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საფრთხე აღარ ემურება ფრესკებს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გელათის საუკუნოვან ფრესკებს საფრთხე შეექმნა. სახურავის საფუძვლიანი შეკეთება კი უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ ეტაპისთვის, მხოლოდ დროებით გადახურვას უკეთებენ, რომელიც სპეციალისტების თქმით, წყალს აღარ გაატარებს. 

დღის ამბები