06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"ენგურჰესმა" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გააძვირა

ენგურჰესმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გააძვირა. ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განხილვის შემდეგ მიიღეს.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი 3 თეთრით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს - ენერგო-პროსა და თელასს.

კომისიაში ამბობენ, რომ ეს ცვლილება სამომხმარებლო ტარიფის ზრდაზე გავლენას არ მოახდენს. თუმცა, გამანაწილებელი კომპანიების ტარიფებს სემეკმა წლის ბოლომდე უნდა გადახედოს.

ახალ ტარიფს კომისია კომპანიების დანახარჯების მიხედვით ადგენს.

დღის ამბები