კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდს საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს და ციფრებში გამოხატული რეალობიდან განსხვავებული. IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.
დანაშაულის გაზრდაზე IDFI სტატისტიკის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს. ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში 2014 და 2015 წლებთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირია დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.
IDFI-ის კვლევა სტატისტიკის ხელმისაწვდომობის პრობლემებსაც ასახავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემების ყოველთვიური გამოქვეყნება ვებ გვერდზე იანვრიდან შეწყვიტა. სპეციალისტები კრიმინოგენული ვითარების შესახებ ძალოვანი უწყების მონაცემებთან მიმართ უნდობლობაზეც საუბრობენ. ამის მაგალითად კი კვლევაში თავად სამინისტროს მიერ გასაჯაროებული სტატისტიკური ცდომილება მოყავთ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები სტატისტიკის ბოლო მონაცემების მიუხედავად, აცხადებენ, რომ დანაშაული არ გაზრდილა და ციფრებით მანიპულირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახდენს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ უწყება დანაშაულის რაოდენობის ზრდას მალავს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი