ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის წინ უკვე მეოთხე დღეა აქციას მართავს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მან შიმშილობა გამოაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.
მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად დღის ბოლოს მთავრობის კანცელარიასთან რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.
„მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას და არ შევწყვეტ მას ვიდრე ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“-განაცხადა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.
პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციამ ნიკა ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების ერთადერთი საშუალება კონკურსში მონაწილეობაა.