ბათუმში პირველი თოვლი მოვიდა და ამ დროისათვის თოვლის საფარი სიმაღლე 10 სმ აღწევს. უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ავტომობილების მძღოლებს. ელექტროენერგია და გაზი ბათუმს შეუფერხებლად მიეწიდება.
თოვა ბთუმში გვიან ღამით დაიწყო, მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობდა სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ოპოზია მერიის სამსახურებს მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს. რაც შეეხება პროგნოზს, სინოპტიკოსები დღის მეორე ნახრვარში თოვლის შეწყვეტას ვარაუდობენ.