უამინდობის გამო საქართველოს 6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეებს არ იღებს კიდევ 5 საჯარო სკოლა ვირუსების გამო. განათლების სამისნტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ამბროლაურში, სოფელ პატარა ონის სკოლაში, ნინოწმინდის 2 საჯარო სკოლაში, ასევე ხელვაჩურის 4 სოფელში.
სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სკოლები ინდივიდუალურად იმ შემთხვევაში იღებენ, თუკი გაცდენები 20%-ს აჭარბებს. ასეთ შემთხვევაში სწავლა სამი დღით წყდება.