მოლოდინის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ პროცესი დღეს არ დაასრულა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის წარმოთქმის ეტაპი 16 იანვრისთვის გადაიტანა, რასაც დარბაზში, მათ შორის მსჯავრდებულების მხრიდან პროტესტი მოყვა. თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ადვოკატი კი სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
"სრულიად ნათელია, რომ სასამართლოს განაჩენი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ამის თაობაზე არსებობს არა ერთი დასკვნა. სასამართლოს აქვს საქმის წარმოებაში მიღებიდან 3 თვე, რომ ეს საქმე დაასრულოს. ანუ საქმე უკვე 7 სექტემბერს უნდა ყოფილიყო წესით დასრულებული. მაგრამ იმის გამო, რომ სისხლის სასამართლოს სასამართლო არის გადატვირთული სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებით, სამწუხაროდ, ეს ვადები ირღვევა. როგორც მოსამართლე გვეუბნება, სასამართლო არის გადატვირთული სხვადასხვა საქმეებით,“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები კი, პროტესტის ნიშნად საბოლოო სიტყვაზე უარს აცხადებენ.