საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულმა ფრანგმა დიპლომატმა კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეები აპრილისთვის უკვე უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას ევროპაში და ვიზალიბერალიზაციას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.
"როგორც იცით, 7 დეკემბერს მივიღეთ გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის შესახებ. თუმცა პრინციპი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქონოდათ უვიზო მიმოსვლა, შეთანხმებული იყო. ახლა აღარ არსებობს რაიმე ისეთი მიზეზი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეუშლის ხელს. ადმინისტრაციული პროცედურები რამდენიმე კვირას წაიღებს. დაახლოებით აპრილისთვის საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებათ,“ - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფლორენს მანგინი.
ავტორი: ნათია გოგსაძე