საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კურიერთან რუსთავი 2-სა და მედია პლურალიზმის საკითხზე ისაუბრა.
დიპლომატმა ზოგადად პლურალიზმისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მე სიფრთხილეს გამოვიჩენ, საქართველოს ასეთ საშინაო საქმეებში არ ჩავერიო, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთი მედია პლურალიზმს და ზოგადად პლურალიზმს ყველა სფეროში, როგორც დემოკრატიული ცხოვრების პირობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ჟურნალისტების და მედიის ღრმა თავისუფლებას, რაც გვაერთიანებს ჩვენ ევროპასთან. მოქალაქეების რაც შეიძლება მეტ და გამჭვირვალე ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ პლურალიზმი ზოგადად და მედია პლურალიზმი დაცული ყოფილიყოს თქვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ფლორენს მანგინმა.
ავტორი: ნათია გოგსაძე