06 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ავტოკატასტროფა ბაქოში - დაშავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები

ავტოკატასტროფა ბაქოში, დაშავებულია 20 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა შორის 8 წლის ბავშვია.

ავტობუსს, რომელიც სატვირთო მანქანას შეეჯახა, ქართული სანომრე ნიშნები ქონდა. დაშავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. 

საქართველოს საკონსულოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბაქოს პირველ საქალაქო კლინიკურ სავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები