06 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
უშველე ლარს! - დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

უშველე ლარს! - პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. მათ კონკრეტული ეკონომიკური რეკომენდაციები აქვთ და ეცდებიან, საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას გააცნონ.

გუშინ კურიერთან საუბრისას ტაბულას რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, განაცხადა, რომ  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთა და დასძინა,  "ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, უნდა გაერთიანდეს".

“ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, უნდა გაერთიანდეს. მე ვფიქრობ, ახლა განსხვავების დრო არ არის და პოლიტიკურმა სპექტრმა, შედარებით საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა სპექტრმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის გარდა, ველზე სერიოზულად წარმოდგენილ არავინ დარჩა. ნაციონალურ მოძრაობასაც  ვესაუბრეთ,  თავისუფალ დემოკრატებს, პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტიის წარმომადგენელს და, სავარაუდოდ, ისინიც შემოგვიერთდებიან,“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.                     

დღის ამბები