06 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე ტაძრის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე ტაძრის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.  

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს, 10-დან 15 საათამდე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. მსურველებს ვარდების მოედნიდან - 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან - 3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – 3 ავტობუსი მოემსახურება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს მახათას მთაზე ბარბარობასთან დაკაშირებით კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. ასევე, საზოგადოება ივერიისას წარდგინება მოხდება, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. 

დღის ამბები